![qwz9w5po3nruafq.jpg](/uploads_script3/news/qwz9w5po3nruafq.jpg)
დღეს, 10 სექტემბერს, ქართული ოცნება პროპორციული სიის ოცეულს ოფიციალურად წარადგენს, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ამ საკითხზე დასმულ კითხვაზე, პარტიის პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს: "მობრძანდით და ადგილზე ნახავთ, ვინ იქნება".
დღეს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.